,,საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რაღაც გამოგონილი და ალტერნატიული რეალობა შექმნას” – ანი წითლიძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანი წითლიძე ცაგერში პრემიერ-მინისტრის მოქალაქეებთან შეხვედრას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ხელისუფლება ალტერნატიულ რეალობას ქმნის, როცა რიგითი მოქალაქეების ნაცვლად მას საჯარო მოხელეები ხვდებიან და ხალხის სახელით მადლობას უხდიან.

,,საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რაღაც გამოგონილი და ალტერნატიული რეალობა შექმნას. რეალურად, დაატარებენ საჯარო მოხელეებს, რომლებიც დასაქმებული ჰყავთ აიპებში, ხელფასებს უხდიან საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით და ამ ადამიანებს ავალებენ იმას, რომ საქართველოს პრემიერი სადაც მივა, ყველგან უნდა გადაუხადონ მადლობა გამოგონილი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის”, – ამბობს ანი წითლიძე.

მსგავსი თემები