„ვაგნერის“ მებრძოლთა დაჯგუფება ბელარუსში შევიდა

რუსეთის დაქირავებულ მებრძოლთა დაჯგუფება „ვაგნერი“ ბელარუსში შევიდა, ინფორმაციას ბელარუსის მხარე ადასტურებს. კერძოდ,  „ბელარუსკი ჰაიუნის“ ინფორმაციით, კოლონა, რომელიც ბელარუსის მიმართულებით გადაადგილდებოდა საკმაოდ დიდი იყო და მის შემადგენლობაში ტექნიკა და შეიარაღება შედიოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბელარუსის მიმართულებით დაძრული კოლონა მოიცავდა 60-მდე ავტომანქანას, “პიკაპებს”, სატვირთო მანქანებს, მიკროავტობუსებს და სხვა შეიარაღებას. ასევე, მათთვის, ბელარუსულმა მხარემ საველე პირობებიც მოაწყო, სადაც დაახლოებით  15 ათასი ადამიანი ეტევა.

პარალელურად გავრცელდა კადრები,  „ვაგნერის“ მებრძოლები  როგორ ამზადებენ ბელარუსის სამხედროებს. დამატებითი ინფორმაცია, რისთვის ემზადებიან ისინი, არ გავრცელებულა.

მსგავსი თემები