,,მტერმა კვლავ დაიწყო ხარკოვის რეგიონის დაბომბვა” – უკრაინის პოლიცია

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქი ხარკოვი დაბომბეს. განგაში ადგილობრივი დროით 01:29 საათზე გამოცხადდა.

ქალაქის მერის ინფორმაციით, ხარკოვში, სავარაუდოდ, S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტა გაუშვეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა 4-სართულიანი კორპუსი და სტადიონი.

“მტერმა კვლავ დაიწყო ხარკოვის რეგიონის დაბომბვა. ნუ უგულებელყოფთ საჰაერო გამაფრთხილებელ სიგნალებს. დარჩით თავშესაფრებში,” – აფრთხილებდა მოსახლეობას პოლიცია.

დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მსგავსი თემები