სომხური ეკლესია იესო ქრისტეს ფერისცვალებას აღნიშნავს

სომხური ეკლესია იესო ქრისტეს ფერისცვალებას აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს და სომეხთა სამოციქულო ეკლესიას ვარდავარს, იესო ქრისტეს ფერისცვალებას ულოცავს.

„ფერისცვალება უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება, როცა თაბორის მთაზე მაცხოვარმა ფერი იცვალა, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ”.

ცნობისთვის, ვარდავარი სომხური სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულია.

მსგავსი თემები