,,მოწინააღმდეგე წარმატებას ვერ აღწევს” – ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ე.წ. სპეცოპერაციის მიმდინარეობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევას შედეგი არ მოაქვს.

“ჩვენი ჯარები გმირულად მოქმედებენ. მტრისთვის მოულოდნელად, ზოგიერთ მონაკვეთზე ისინი თავად მიდიან შეტევაზე, იკავებენ ყველაზე ხელსაყრელ პოზიციებს, სიმაღლეებს. მოწინააღმდეგის ყველა მცდელობა, გაერღვია ჩვენი თავდაცვა წარუმატებელი იყო მთელი კონტრშეტევის განმავლობაში. მოწინააღმდეგე წარმატებას ვერ აღწევს!” , – აღნიშნა პუტინმა.

მსგავსი თემები