საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან დამაკავშირებელი გზის გაფართოებას გეგმავს

საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან დამაკავშირებელი თბილისი-ნატახტრის გზის მოდერნიზაციას გეგმავს. ამოცანა რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე ტვირთბრუნვის გაზრდაა.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 4-ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობას გეგმავს. 12 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

“საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული წარმატებული საგარეო და საშინაო პოლიტიკის შედეგად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი აღნიშნული მიმართულებით სატრანსპორტო ნაკადების ინტენსივობა. საავტომობილო გზის თბილისი-ნატახტრის მონაკვეთს, თავისი პარამეტრების გათვალისწინებით, შეუძლია გაატაროს 40 000 ავტომანქანა დღე-ღამეში დაყვანილი ინტენსივობის შესაბამისად”, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

მსგავსი თემები