ირანში ჩადრის ტარებას კვლავ მორალის პოლიცია გააკონტროლებს

ირანის ქუჩებში მორალის პოლიცია დაბრუნდა. ჩადრის სავალდებულო ტარებას კვლავ ის გააკონტროლებს.

შეგახსენებთ, რომ მორალის პოლიციამ 2022 წლის სექტემბერში, საპროტესტო აქციების გამო დროებით უკან დაიხია. მასშტაბური აქციები ირანის ციხეში ახალგაზრდა ქალის მაჰსა ამინის მკვლელობას მოჰყვა. მაჰსა ამინი მორალის პოლიციამ ჩადრის არასწორი ტარების გამო დააკავა.

ირანის პარლამენტი სამოსის ტარების მუსლიმანური წესის დარღვევის გამო ახალ სასჯელს კენჭს უახლოეს დღეებში უყრის.

მსგავსი თემები