ახალციხეში ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

ახალციხეში ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ბავშვმა მანქანას გადაურბინა.

,,სამნი ყოფილან. გზაზე უცებ გადაურბენიათ ბავშვებს. ორი გადავიდა, მესამეს ვეღარ მოუსწრია და დასჯახებია, მძიმედ არისო თქვეს” – ამბობენ თვითმხილველები.

შემთხვევა 9 აპრილის ქუჩის მიმდებარედ მოხდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია იყო მობილიზებული.

დაშავებული ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

მსგავსი თემები