რუსეთის 50-ზე მეტი მოქალაქე სამხედრო დამნაშავედ ცნეს

უკრაინის გენერალური პროკურორის, ენდრეი კოსტინის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის 50-ზე მეტი მოქალაქე სამხედრო დამნაშავედაა აღიარებული.

გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლოების მიერაა (უმეტესობა დაუსწრებლად) გამოტანილი. ამავე ბრალდებაზე 219 პირთან დაკავშირებით გამოძიება დასრულებულია და მათი საქმეები უკვე სასამართლოებშია გადაცემული.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ დადგენილია რუსეთის 368 სამხედროს ვინაობაც, რომლებიც ეჭვმიტანილის სტატუსს ატარებენ.

 

მსგავსი თემები