სურს თუ არა ვიტალი კლიჩკოს უკრაინის პრეზიდენტობა?

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, ჟურნალისტის კითხვაზე, სურს თუ არა კლიჩკოს უკრაინის პრეზიდენტობა ასეთი პასუხი გასცა:

”ბევრს აქვს შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტობა პრივილეგიაა, ეს დიდი შეცდომაა. პრეზიდენტობა დიდი პასუხისმგებლობაა, ძალიან მძიმე ტვირთია. ვაკეთებ ჩემს საქმეს, რადგან მგონია, რომ უკრაინა უნდა იყოს დემოკრატიული, განვითარებული ქვეყანა. თუ ჩემი ცოდნა, ენერგია და გამოცდილებაა საჭირო, რომ უკრაინა ევროპული გახდეს, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ვაკეთებ კიდეც”, – განაცხადა კლიჩკომ.

მისივე თქმით, ახლა რაღაც თანამდებობაზე საუბარი სისულელეა, რადგან ყველას ერთი გეგმა აქვს – ”ომში გამარჯვება” , ხოლო როცა საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, პრეზიდენტობაზე შემდეგ ისაუბრებს.

მსგავსი თემები