ისრაელში, სასამართლო რეფორმის მოწინააღმდეგეების პროტესტი გრძელდება

ისრაელში, სასამართლო რეფორმის მოწინააღმდეგეების პროტესტი 28-ე კვირაა მიმდინარეობს. ათიათასობით ადამიანი თელ ავივის ქუჩებში შეიკრიბა. მომიტინგეებმა აქციაზე, პრემიერ ნეთანიაჰუს რეზიდენციის წინ ჩირაღდნები აანთეს.

დემონსტრაციები მოეწყო სანაპირო ქალაქებში – ჰერცლიასა და ნეთანიაში. პროტესტს შეუერთდა ისრაელის სამედიცინო ასოციაცია, რომელშიც ისრაელის ექიმების 90%-ია გაერთიანებული.

შეგახსენებთ, რომ მასობრივი საპროტესტო აქციები ისრაელში მას შემდეგ დაიწყო, რაც იანვარში, თანამდებობის დაკავებიდან რამდენიმე დღეში, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობამ სასამართლო რეფორმის პროექტი წარადგინა.

პარლამენტმა გასული კვირის დასაწყისში მხარი დაუჭირა სასამართლო რეფორმის ძირითად ნაწილებს, თუმცა კანონპროექტმა დასამტკიცებლად კიდევ ორი კენჭისყრა უნდა გაიაროს.

როგორც კანონპროექტის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, სასამართლო რეფორმა ძალაუფლების დანაწილების პრინციპს შეასუსტებს.

მსგავსი თემები