რუსეთში კორონავირუსის ახალი შტამი ვრცელდება

რუსეთში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა. Arcturus-ი 1,2-ჯერ უფრო გადამდებია ვიდრე კრაკენი. გავრცელებული ინფორმაციით, ვურუსის მიერ გამოწვეული დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. „არქტურუსი“ პირველად 2023 წლის იანვარში აღმოაჩინეს – ის ძირითადად ინდოეთში იყო გავრცელებული. ტოკიოს უნივერსიტეტის მკვლევარები, რომლებიც სწავლობენ კორონავირუსის ამ ქვევარიანტს, აცხადებენ, რომ „არქტური“ უახლოეს მომავალში შესაძლოა დომინანტურ ვარიანტად იქცეს მთელ მსოფლიოში. დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაცია ითვლება ყველაზე ეფექტურ საკონტროლო ღონისძიებად. რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსის ახალი ქვევარიანტის გამოვლენასთან დაკავშირებით რაიმე ანტიეპიდემიური შეზღუდვის დაწესებას არ განიხილავენ.

მეტი...

,,სანქციები ყველა იმ სახელმწიფო მოხელეს შეეხება, ვინც ეს ქვეყანა, ხალხი გაძარცვა და გაღლიტა”- დავით ჭიჭინაძე

,,სანქციები მოსამართლეების შემდეგ ყველა იმ სახელმწიფო მოხელეს შეეხება, ვინც ეს ქვეყანა, ხალხი გაძარცვა და გაღლიტა,”- ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ,,სულ ტყუილად ჰგონიათ ზოგიერთებს, რომ ის მოპარული მილიონები საიმედოდ აქვთ გადამალული ოფშორებში. ჩაეკეტებათ ჯერ ვიზები, შემდეგ ფინანსები. სანქციები მოსამართლეების შემდეგ ყველა იმ სახელმწიფო მოხელეს შეეხება, ვინც ეს ქვეყანა, ხალხი გაძარცვა და გაღლიტა. ბანკების დანაშაულებრივი საქმიანობის საგამოძიებო კომისია შექმნან, თუ მართლა რამის თავი აქვთ! კიდევ 40-50%-ით გაუძვირეს ადამიანებს სესხები, ხალხი უკანონოდ იძარცვება და ამაზე ხმას არავინ იღებს“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მეტი...

სტრასბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილზე დამატებით ინფორმაციას ითხოვს

სტრასბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საჩივარს განიხილავს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს  მოსარჩელისგან [სააკაშვილის მხარე] და საქართველოს მთავრობისგან რამდენიმე კითხვაზე პასუხის მიღებით დამატებითი ინფორმაცია მიიღოს. აღნიშნული ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეს-სამსახურმა წერილობითი კომუნიკაციისას დაუდასტურა. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა 11 აპრილს სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების თხოვნით მიმართეს.  

მეტი...

დანია და ნიდერლანდები უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს გადასცემენ

დანია, ნიდერლანდებთან ერთად, უკრაინას გერმანული წარმოების Leopard 2-ის 14 ტანკს გადასცემს.  ტანკების გადაცემის შესახებ განცხადება დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა და მოვალეობის შემსრულებელმა გააკეთა. ,,ჩვენ ვსაუბრობთ დანიის მხრიდან დიდ შემოწირულობაზე ნიდერლანდებთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, უკრაინას გადავცემთ 14 ლეოპარდ 2-ის ტანკს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც ემატება უკვე გამოცხადებულ 100-მდე მეორადი Leopard 1 მანქანას”, – განაცხადა რასმუსენმა. პოლსენმა დასძინა, რომ ტანკების მიწოდება სავარაუდოდ 2024 წლის დასაწყისში მოხდება. “ეს არ არის დანიური ტანკები. ეს არის თანამშრომლობა ტანკების მიწოდებაში, რომლებიც არ არის დანიური, მაგრამ რომლებიც შეძენილია ნიდერლანდებთან თანამშრომლობით. საიდუმლო არ…

მეტი...

იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ხუთშაბათს დილით სტოლტენბერგი უკრაინის დედაქალაქის ცენტრში, მიხაილოვსკაიას მოედანზე დააფიქსირეს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,ერთ-ერთი მიზანი, რატომაც უნდოდათ კომისიის შექმნა, არის, რომ დაზიანდეს ის მიღწევები, რომელიც 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად ხორციელდება” – ამილახვარი

,,ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რატომაც ოპოზიციას უნდოდა ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა ისაა, რომ ის მიღწევები და რეფორმები დააზიანონ, რომელიც 12 – პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად ხორციელდება”, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა. მისი თქმით,  12-პუნქტიანი გეგმის თითქმის ყველა პუნქტი საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა თითქმის უკვე შეასრულა, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები. „ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რატომაც უნდოდათ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა, არის, რომ დააზიანონ ის მიღწევები და რეფორმები, რომლებიც ხორციელდება საქართველოში 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, მათ შორის სასამართლო ხელისუფლების ნაწილში. რაც შეეხება სანქცირებულ მოსამართლეებს. არ მგონია, ვინმეს რამე დასაცავი ჰქონდეს.…

მეტი...

,,ხაბე, Do you speak English bro?!”- ირაკლი ზარქუა

,,ხაბე, Do you speak English bro?!” – ამ სიტყვებით საპარლამენტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რეს ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილს მიმართა. მისითქმით, ოპო­ზი­ცი­ა­ში იცი­ან, რომ ლევან ხა­ბე­იშ­ვი­ლი მთა­ვარ ოპო­ზი­ცი­ურ ლი­დე­რად არ გა­მოდ­გე­ბა. ,,ახლა ხაბე არ მოს­წონთ. ხა­ბემ რა ინ­გლი­სუ­რი არ იცის? მშვე­ნივ­რად იცის ინ­გლი­სუ­რი. ხაბე, Do you speak English bro?!. იცის კარ­გად ხაბე, მაგ­რამ ხაბე არ აწყობთ. იცი­ან, რომ ხა­ბეა რა და მთა­ვარ ოპო­ზი­ცი­ურ ლი­დე­რად არ გა­მოდ­გე­ბა. ხაბე რა შუ­ა­შია? თქვენ ხართ გა­ნუ­ლე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია” – განაცხადა  ირაკლი ზარქუამ გადაცემა ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში”.

მეტი...

უცნაური ნათება კიევის ცაზე

უცნაური ნათება უკრაინის დედაქალაქ, კიევის ცაზე – უკრაინული მედიის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ნათება ნასას კოსმოსური თანამგზავრის ან დედამიწაზე დაცემის მეტეორიტის შედეგია. “19 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, კიევის ცაზე დაფიქსირდა საჰაერო ობიექტის კაშკაშა სიკაშკაშე. წინასწარი ინფორმაციით, ეს ფენომენი NASA-ს შედეგი იყო. კოსმოსური თანამგზავრი დედამიწაზე ვარდება,”- განაცხადა კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგი პოპკომ. ცოტა ხნის შემდეგ, უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ნათება დაკავშირებული იყო თანამგზავრის/მეტეორიტის დაცემასთან. თუმცა NASA-ს სპიკერმა უარყო ეს შეფასება და განაცხადა, რომ აღნიშნული თანამგზავრი “ჯერ კიდევ ორბიტაზე იყო”. მანამდე Space-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ NASA-ს გაუმართავი თანამგზავრი დედამიწაზე 19-20 აპრილს…

მეტი...

რიკოთზე სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულთა ნაწილი გაიფიცა

რიკოთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულთა ნაწილი გაიფიცა. ისინი დაბალ ხელფასსა და არანორმირებულ სამუშაო საათებს აპროტესტებენ. გაფიცულები აცხადებენ, რომ სამუშაოზე არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები. „ჩინეთის სამშენებლო კორპორაციის“ მძღოლები მეორე დღეა გაფიცული არიან და მათი თქმით, გაფიცვას მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყვეტენ.   წყარო: ”მთავარი არხი”.  

მეტი...

,,ტაილანდის სამეფოში გვქონდა უმაღლესი დონის შეხვედრები” – დიმიტრი ხუნდაძე

“ხალხის ძალის” წევრი დიმიტრი ხუნდაძე ტაილანდში საპარლამენტო დელეგაციის ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ტაილანდის სამეფოში უმაღლესი დონის შეხვედრები ჰქონდა. ,,საგარეო ვიზიტები სხვადასხვა ქვეყნებში გასეირნებად მონათლეს. არც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსა და დეპუტატების შეურაცხყოფას დასჯერდნენ და გაურკვეველი დაარქვეს ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს და ეს ქვეყნები ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას მკაცრად უჭერენ მხარს. ასეთ კონტექსტში მოიხსენიეს ტაილანდის სამეფო, რომელთანაც საქართველოს ოცდაათწლიანი დიპლომატიური ურთიერთობა აქვს და პირველი ვიზიტი სწორედ ამ მოწვევის პარლამენტმა, მეგობრობის ჯგუფის ფორმატში განახორციელა. ვიზიტში მონაწილეობა ოპოზიციონერ დეპუტატებსაც შევთავაზეთ, რომ თავად ენახათ,…

მეტი...

,,აშშ შეშფოთებულია ქართული დემოკრატიის მდგომარეობით”- დენიელ ფრიდი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დიპლომატი დენიელ ფრიდი აშშ შეშფოთებულია ქართული დემოკრატიის მდგომარეობით. ფრიდი განმარტავს როგორ მიიღება აშშ-ში კონკრეტული პირების სანქცირების გადაწყვეტილება. ,,ესაა საჯაროდ გამოცხადებული სავიზო აკრძალვა და სიგნალი იმის შესახებ, რომ ამერიკა შეშფოთებულია ზოგადად ქართული დემოკრატიის მდგომარეობით და შესაძლებელია, რომ ამას დამატებითი ნაბიჯები მოჰყვეს.  ეს იმაზეა დამოკიდებული, რას გააკეთებს საქართველო. გადაწყვეტილება სავიზო აკრძალვის შესახებ ქართველი ან ნებისმიერი სხვა ოფიციალური პირის წინააღმდეგ, მოითხოვს მაღალი რანგის, სახელმწიფო დეპრატამენტის ოფიციალური პირის განსაზღვრებას. თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნებოდა კოორდინირებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თანამშრომლებთანაც, სავარაუდოდ ხაზიანასთანაც, არა იმიტომ, რომ ეს ფინანსური სანქციაა, არამედ იმიტომ, რომ ხაზინამ უნდა იცოდეს,…

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 184 420 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 184 420 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 184 420; ​ტანკი – 3 667; ჯავშანტექნიკა – 7 120; საარტილერიო სისტემა – 2 825; სარაკეტო სისტემა – 539; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 285; თვითმფრინავები – 308; ვერტმფრენი – 293; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 386; საკრუიზო რაკეტები – 911; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 707; გემი/ნავი/კატარღა – 18; სპეციალური აღჭურვილობა – 332.

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა   

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე  უზენაესმა სასამართლომ  გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლომ სამ პირს სასჯელის სახედ და ზომად 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო  ორ პირს, როგორც არასრულწლოვნებს, 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ,,გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულთა საჩივრები და უცვლელად, ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო  და მცხეთის რაიონული სასამართლოების გამამტყუნებელი განაჩენები. აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მსჯავრდებულებმა 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთაში მდებარე აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების გამო, შურისძიების…

მეტი...

იემენის ერთ-ერთ სკოლაში ჭყლეტას სულ მცირე 78 ადამიანი ემსხვერპლა

იემენის დედაქალაქ სანაში, ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი ჭყლეტის დროს სულ მცირე 78 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვებიც არიან.  შემთხვევის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა, 13 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ოფიციალური პირების თქმით, სკოლაში რამადანთან დაკავშირებით საქველმოქმედო ღონისძიებები მიმდინარეობდა, რა დროსაც ჭყლეტა მოხდა. ჰუმანიტარული დახმარების პროდუქტების ღირებულება ერთ ადამიანზე 9 დოლარს შეადგენდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარზე პასუხისმგებლობა ქველმოქმედების გამცემ პირებს დააკისრა, რომელთაც ვერ შეძლეს ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებულად დარიგება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ღონისძიების ორგანიზატორები დაკავებულები არიან. 2015 წელს ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ქვეყნის დასავლეთ ნაწილს მეამბოხე ჰუსიტები აკონტროლებენ. სწორედ მათ მიერ იყო ორგანიზებული…

მეტი...

,,კიევი იყო და რჩება აგრესორის სამიზნე”- ვიტალი კლიჩკო

,,კიევი იყო და რჩება აგრესორის სამიზნე,”- ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით,  უფრო დეტალური პროგრამა შემუშავდა კიევის დასაცავად. ,,კიევი იყო და რჩება აგრესორის სამიზნე. კიევი არის გული, კიევი არის დედაქალაქი. ასე რომ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ განვჭვრიტოთ სხვადასხვა სცენარი, თუნდაც ყველაზე უარესი, რომ თუ ვინმეს შეუძლია და სურს, შეუძლია – ეს დიდი კითხვაა, სურს კიდევ ერთხელ შეუტიოს კიევს, რათა კბილებში დავარტყათ, შემიძლია ასე ვთქვა”, – აღნიშნა კლიჩკომ.  

მეტი...

,,უკრაინას ცის დასაცავად სერიოზული იარაღი აქვს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნას ცის დასაცავად, უკვე ძალიან სერიოზული იარაღი აქვს. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება სახელმწიფო დონეზე, რათა გაიზარდოს რუსული დარტყმებისაგან თავდაცვის უნარი. „სახელმწიფო დონეზე ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ გაიზარდოს რუსეთის დარტყმებისაგან დაცვისა და თავდაცვის უნარი. საჰაერო თავდაცვის სისტემები და ცის დასაცავად განკუთვნილი სხვა იარაღი უკვე უკრაინაშია. მაგრამ ისინი უნდა იყვნენ – და, რა თქმა უნდა, უფრო ძლევამოსილნი იქნებიან”, – განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტისთვის, რომელიც 19 მარტს გამოცხადდა. კერძოდ, მასში შედიოდა HIMARS-ის რაკეტები და საავიაციო საბრძოლო მასალები. –

მეტი...

„მთელი ამ წლების განმავლობაში კეზერაშვილს მფარველობს გლობალური ომის პარტია”- ირაკლი კობახიძე

,,ვიღაცას აქვს ინტერესი, რომ კეზერაშვილმა თავისი სისხლიანი, შავი ფულით აქ დააფინანსოს რევოლუციური პროცესები, თუმცა ეს ყველაფერი განწირულია წარუმატებლობისთვის,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, კეზერაშვილის ინვესტიციების მთავარი სიმბოლო არის „ფორმულა“, რაშიც ყოველწლიურად ხარჯავს მილიონობით დოლარს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, დავით კეზერაშვილს ”გლობალური ომის პარტია” მფარველობს. „მთელი ამ წლების განმავლობაში კეზერაშვილს მფარველობს გლობალური ომის პარტია. სწორედ ამიტომ არის, რომ კეზერაშვილი, რომელიც არის ძებნაში, მიმალულია, ხო, დღეს, კეზერაშვილი, ის თავისუფლად სარგებლობს მიმოსვლის საშუალებით, სხვადასხვა ქვეყანაში, როდესაც ყველამ იცის, რომ მას ჰყავს გაძარცვული ბიზნესმენები საქართველოში, გაძარცვული ჰყავს ჯარი საქართველოში…

მეტი...

,,უკრაინის მხარდაჭერა ერთადერთი გზაა, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი გაიმარჯვებს”- პეტრ პაველი

უკრაინის მხარდაჭერა ერთადერთი გზაა, სხვა შემთხვევაში რუსეთი გაიმარჯვებს, – ამის შესახებ  ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „მოხარული ვარ, რადგან ყველას გვესმის, რომ არ არსებობს უკრაინის მხარდაჭერის გარდა სხვა გზა. ალტერნატივა არის რუსეთის წარმატება, რაც ჩვენთვის გაცილებით მეტ პრობლემას ნიშნავს და, შესაძლოა, უფრო სერიოზულსაც, ვიდრე დღეს გვაქვს“, – განაცხადა პეტრ პაველმა. ცნობისთვის, ჩეხეთი  უკრაინისთვის დაახლოებით 29 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გადაცემას აპირებს.

მეტი...