იემენის ერთ-ერთ სკოლაში ჭყლეტას სულ მცირე 78 ადამიანი ემსხვერპლა

იემენის დედაქალაქ სანაში, ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი ჭყლეტის დროს სულ მცირე 78 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვებიც არიან.  შემთხვევის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა, 13 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ოფიციალური პირების თქმით, სკოლაში რამადანთან დაკავშირებით საქველმოქმედო ღონისძიებები მიმდინარეობდა, რა დროსაც ჭყლეტა მოხდა.

ჰუმანიტარული დახმარების პროდუქტების ღირებულება ერთ ადამიანზე 9 დოლარს შეადგენდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარზე პასუხისმგებლობა ქველმოქმედების გამცემ პირებს დააკისრა, რომელთაც ვერ შეძლეს ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებულად დარიგება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ღონისძიების ორგანიზატორები დაკავებულები არიან.

2015 წელს ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ქვეყნის დასავლეთ ნაწილს მეამბოხე ჰუსიტები აკონტროლებენ. სწორედ მათ მიერ იყო ორგანიზებული ღონისძიება.

მსგავსი თემები