,,უკრაინის მხარდაჭერა ერთადერთი გზაა, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი გაიმარჯვებს”- პეტრ პაველი

უკრაინის მხარდაჭერა ერთადერთი გზაა, სხვა შემთხვევაში რუსეთი გაიმარჯვებს, – ამის შესახებ  ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მოხარული ვარ, რადგან ყველას გვესმის, რომ არ არსებობს უკრაინის მხარდაჭერის გარდა სხვა გზა. ალტერნატივა არის რუსეთის წარმატება, რაც ჩვენთვის გაცილებით მეტ პრობლემას ნიშნავს და, შესაძლოა, უფრო სერიოზულსაც, ვიდრე დღეს გვაქვს“, – განაცხადა პეტრ პაველმა.

ცნობისთვის, ჩეხეთი  უკრაინისთვის დაახლოებით 29 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გადაცემას აპირებს.

მსგავსი თემები