,,უკრაინას ცის დასაცავად სერიოზული იარაღი აქვს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნას ცის დასაცავად, უკვე ძალიან სერიოზული იარაღი აქვს. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება სახელმწიფო დონეზე, რათა გაიზარდოს რუსული დარტყმებისაგან თავდაცვის უნარი.
„სახელმწიფო დონეზე ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ გაიზარდოს რუსეთის დარტყმებისაგან დაცვისა და თავდაცვის უნარი. საჰაერო თავდაცვის სისტემები და ცის დასაცავად განკუთვნილი სხვა იარაღი უკვე უკრაინაშია. მაგრამ ისინი უნდა იყვნენ – და, რა თქმა უნდა, უფრო ძლევამოსილნი იქნებიან”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტისთვის, რომელიც 19 მარტს გამოცხადდა. კერძოდ, მასში შედიოდა HIMARS-ის რაკეტები და საავიაციო საბრძოლო მასალები.

მსგავსი თემები