,,ერთ-ერთი მიზანი, რატომაც უნდოდათ კომისიის შექმნა, არის, რომ დაზიანდეს ის მიღწევები, რომელიც 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად ხორციელდება” – ამილახვარი

,,ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რატომაც ოპოზიციას უნდოდა ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა ისაა, რომ ის მიღწევები და რეფორმები დააზიანონ, რომელიც 12 – პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად ხორციელდება”, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისი თქმით,  12-პუნქტიანი გეგმის თითქმის ყველა პუნქტი საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა თითქმის უკვე შეასრულა, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები.

„ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რატომაც უნდოდათ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა, არის, რომ დააზიანონ ის მიღწევები და რეფორმები, რომლებიც ხორციელდება საქართველოში 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, მათ შორის სასამართლო ხელისუფლების ნაწილში. რაც შეეხება სანქცირებულ მოსამართლეებს. არ მგონია, ვინმეს რამე დასაცავი ჰქონდეს. აქ არის ერთი მთავარი კითხვა. ის ბრალდება, რომელიც მათ ერთ-ერთმა ქვეყანამ წაუყენა, ალბათ კარგი იქნებოდა, რომ საჯაროდ ენახა საზოგადოებას ის საფუძვლები, რატომ მიიღო შესაბამისმა მხარემ ეს გადაწყვეტილება. ეს არის ჩვენი და საზოგადოების საჯარო შეკითხვა. სხვა დანარჩენი, საგამოძიებო კომისიას არაფერი დანიშნულება არ აქვს რაიმეს გამოძიებასთან, პირიქით, ამით უნდათ, რომ დააზიანონ პროცესი“, – განაცხადა ამილახვარმა.

მსგავსი თემები