„მთელი ამ წლების განმავლობაში კეზერაშვილს მფარველობს გლობალური ომის პარტია”- ირაკლი კობახიძე

,,ვიღაცას აქვს ინტერესი, რომ კეზერაშვილმა თავისი სისხლიანი, შავი ფულით აქ დააფინანსოს რევოლუციური პროცესები, თუმცა ეს ყველაფერი განწირულია წარუმატებლობისთვის,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კეზერაშვილის ინვესტიციების მთავარი სიმბოლო არის „ფორმულა“, რაშიც ყოველწლიურად ხარჯავს მილიონობით დოლარს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დავით კეზერაშვილს ”გლობალური ომის პარტია” მფარველობს.

„მთელი ამ წლების განმავლობაში კეზერაშვილს მფარველობს გლობალური ომის პარტია. სწორედ ამიტომ არის, რომ კეზერაშვილი, რომელიც არის ძებნაში, მიმალულია, ხო, დღეს, კეზერაშვილი, ის თავისუფლად სარგებლობს მიმოსვლის საშუალებით, სხვადასხვა ქვეყანაში, როდესაც ყველამ იცის, რომ მას ჰყავს გაძარცვული ბიზნესმენები საქართველოში, გაძარცვული ჰყავს ჯარი საქართველოში და ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს. ვისგან სარგებლობს ის თავისუფალი მიმოსვლის საშუალებით, რა თქმა უნდა, გავლენიანი სუბიექტისგან და ეს არის სწორედ გლობალური ომის პარტია. ვიღაცას აქვს ინტერესი, რომ კეზერაშვილმა თავისი სისხლიანი შავი ფულით აქ დააფინანსოს რევოლუციური პროცესები, თუმცა, ეს ყველაფერი არის წარუმატებლობისთვის განწირული.

კეზერაშვილი, ზოგადად, არის ცნობილი წარუმატებელი ინვესტიციებით. მისი ინვესტიციების მთავარი სიმბოლო არის “ფორმულა”. 1%-იანი რეიტინგის მქონე ტელევიზია, რაშიც ხარჯავს ყოველწლიურად მილიონობით დოლარს. ეს არის კეზერაშვილის სიმბოლო და ძალიან კარგიც არის ეს, იმიტომ რომ თავისივე მოპარული ფული საბოლოო ჯამში ბრუნდება საქართველოში. ვერც შედეგს ვერ აღწევს ამ ყველაფრით და მოპარული ფული, ჯარისგან მოპარული ფული, ბიზნესისგან ნაძარცვი ფული ბრუნდება საქართველოში. ეს არის ძალიან კარგი,“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

მსგავსი თემები