უცნაური ნათება უკრაინის დედაქალაქ, კიევის ცაზე – უკრაინული მედიის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ნათება ნასას კოსმოსური თანამგზავრის ან დედამიწაზე დაცემის მეტეორიტის შედეგია.
“19 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, კიევის ცაზე დაფიქსირდა საჰაერო ობიექტის კაშკაშა სიკაშკაშე. წინასწარი ინფორმაციით, ეს ფენომენი NASA-ს შედეგი იყო. კოსმოსური თანამგზავრი დედამიწაზე ვარდება,”- განაცხადა კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგი პოპკომ.
ცოტა ხნის შემდეგ, უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ნათება დაკავშირებული იყო თანამგზავრის/მეტეორიტის დაცემასთან. თუმცა NASA-ს სპიკერმა უარყო ეს შეფასება და განაცხადა, რომ აღნიშნული თანამგზავრი “ჯერ კიდევ ორბიტაზე იყო”.
მანამდე Space-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ NASA-ს გაუმართავი თანამგზავრი დედამიწაზე 19-20 აპრილს დაეცემა.