,,აშშ შეშფოთებულია ქართული დემოკრატიის მდგომარეობით”- დენიელ ფრიდი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დიპლომატი დენიელ ფრიდი აშშ შეშფოთებულია ქართული დემოკრატიის მდგომარეობით. ფრიდი განმარტავს როგორ მიიღება აშშ-ში კონკრეტული პირების სანქცირების გადაწყვეტილება.

,,ესაა საჯაროდ გამოცხადებული სავიზო აკრძალვა და სიგნალი იმის შესახებ, რომ ამერიკა შეშფოთებულია ზოგადად ქართული დემოკრატიის მდგომარეობით და შესაძლებელია, რომ ამას დამატებითი ნაბიჯები მოჰყვეს.  ეს იმაზეა დამოკიდებული, რას გააკეთებს საქართველო.

გადაწყვეტილება სავიზო აკრძალვის შესახებ ქართველი ან ნებისმიერი სხვა ოფიციალური პირის წინააღმდეგ, მოითხოვს მაღალი რანგის, სახელმწიფო დეპრატამენტის ოფიციალური პირის განსაზღვრებას. თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნებოდა კოორდინირებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თანამშრომლებთანაც, სავარაუდოდ ხაზიანასთანაც, არა იმიტომ, რომ ეს ფინანსური სანქციაა, არამედ იმიტომ, რომ ხაზინამ უნდა იცოდეს, რას აპირებს სახელმწიფო დეპარტამენტი ამასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო დეპარტამენტში ეს იქნებოდა დადასტურებული ძალიან მაღალ დონეზე. იქნება ეს სახელმწიფო მდივანი, მისი პირველი თუ მეორე მოადგილე, ვიქტორია ნულანდი. არ შემიძლია ზუსტად გითხრათ, მაგრამ ამ თემაზე იქნებოდა მაღალი რანგის დისკუსიები.”,- განაცხადა ფრიდმა ”ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

მსგავსი თემები