რიკოთზე სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულთა ნაწილი გაიფიცა

რიკოთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულთა ნაწილი გაიფიცა. ისინი დაბალ ხელფასსა და არანორმირებულ სამუშაო საათებს აპროტესტებენ.

გაფიცულები აცხადებენ, რომ სამუშაოზე არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები.

„ჩინეთის სამშენებლო კორპორაციის“ მძღოლები მეორე დღეა გაფიცული არიან და მათი თქმით, გაფიცვას მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყვეტენ.

 

წყარო: ”მთავარი არხი”.

 

მსგავსი თემები