,,ტაილანდის სამეფოში გვქონდა უმაღლესი დონის შეხვედრები” – დიმიტრი ხუნდაძე

“ხალხის ძალის” წევრი დიმიტრი ხუნდაძე ტაილანდში საპარლამენტო დელეგაციის ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ტაილანდის სამეფოში უმაღლესი დონის შეხვედრები ჰქონდა.

,,საგარეო ვიზიტები სხვადასხვა ქვეყნებში გასეირნებად მონათლეს. არც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსა და დეპუტატების შეურაცხყოფას დასჯერდნენ და გაურკვეველი დაარქვეს ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს და ეს ქვეყნები ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას მკაცრად უჭერენ მხარს.

ასეთ კონტექსტში მოიხსენიეს ტაილანდის სამეფო, რომელთანაც საქართველოს ოცდაათწლიანი დიპლომატიური ურთიერთობა აქვს და პირველი ვიზიტი სწორედ ამ მოწვევის პარლამენტმა, მეგობრობის ჯგუფის ფორმატში განახორციელა. ვიზიტში მონაწილეობა ოპოზიციონერ დეპუტატებსაც შევთავაზეთ, რომ თავად ენახათ, ეს ვიზიტი სამუშაო იყო თუ სასეირნო, მაგრამ მათ ამის სურვილი არ გამოთქვეს. ჩვენი დელეგაციის საქართველოში დაბრუნებისთანავე, ვიზიტის თაობაზე ანგარიში წარვუდგინეთ პარლამენტსაც და სარეკომენდაციო წერილი გავუგზავნეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც.

სულ მოკლე ხანში, 2023 წლის 23 თებერვალს სამუშაო ვიზიტი ტაილანდის სამეფოში გააგრძელა ქართულმა მხარემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ღვთისიაშვილის ხელმძღვანელობით, რასაც კონკრეტული მემორანდუმების გაფორმება მოჰყვა. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ჩვენ ტაილანდის სამეფოში გვქონდა უმაღლესი დონის შეხვედრები. პირველი შეხვედრა გაიმართა ტაილანდის სამეფოს საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან ჩელემჩაი ბუპნიალეპუნთან, სადაც აღინიშნა, რომ საპარლამენტო დიპლომატია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაში, რაც საგარეო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია”, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

 

მსგავსი თემები