რუსეთმა ომში დაახლოებით 184 420 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 184 420 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 184 420; ​ტანკი – 3 667; ჯავშანტექნიკა – 7 120; საარტილერიო სისტემა – 2 825; სარაკეტო სისტემა – 539; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 285; თვითმფრინავები – 308; ვერტმფრენი – 293; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 386; საკრუიზო რაკეტები – 911; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 707; გემი/ნავი/კატარღა – 18; სპეციალური აღჭურვილობა – 332.

მსგავსი თემები