შვედეთში მცხოვრებმა ქართველებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს

შვედეთში მცხოვრებმა ქართველებმა 5 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს. იქ მცხოვრები ქართველები, უკრაინელებთან ერთად, სტოკჰოლმში შეიკრიბნენ.

შეგახსენებთ, რომ 1 მაისს პარლამენტმა “ქართული ოცნების” მიერ ხელახლა ინიცირებული რუსული კანონი მეორე მოსმენით, საზოგადოების მასშტაბური პროტესტისა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკის ფონზე მიიღო. მას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 23 წავიდა.

მსგავსი თემები