რუსეთში კორონავირუსის ახალი შტამი ვრცელდება

რუსეთში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა. Arcturus-ი 1,2-ჯერ უფრო გადამდებია ვიდრე კრაკენი. გავრცელებული ინფორმაციით, ვურუსის მიერ გამოწვეული დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.

„არქტურუსი“ პირველად 2023 წლის იანვარში აღმოაჩინეს – ის ძირითადად ინდოეთში იყო გავრცელებული.

ტოკიოს უნივერსიტეტის მკვლევარები, რომლებიც სწავლობენ კორონავირუსის ამ ქვევარიანტს, აცხადებენ, რომ „არქტური“ უახლოეს მომავალში შესაძლოა დომინანტურ ვარიანტად იქცეს მთელ მსოფლიოში. დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაცია ითვლება ყველაზე ეფექტურ საკონტროლო ღონისძიებად.

რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსის ახალი ქვევარიანტის გამოვლენასთან დაკავშირებით რაიმე ანტიეპიდემიური შეზღუდვის დაწესებას არ განიხილავენ.

მსგავსი თემები