,,სანქციები ყველა იმ სახელმწიფო მოხელეს შეეხება, ვინც ეს ქვეყანა, ხალხი გაძარცვა და გაღლიტა”- დავით ჭიჭინაძე

,,სანქციები მოსამართლეების შემდეგ ყველა იმ სახელმწიფო მოხელეს შეეხება, ვინც ეს ქვეყანა, ხალხი გაძარცვა და გაღლიტა,”- ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

,,სულ ტყუილად ჰგონიათ ზოგიერთებს, რომ ის მოპარული მილიონები საიმედოდ აქვთ გადამალული ოფშორებში. ჩაეკეტებათ ჯერ ვიზები, შემდეგ ფინანსები.

სანქციები მოსამართლეების შემდეგ ყველა იმ სახელმწიფო მოხელეს შეეხება, ვინც ეს ქვეყანა, ხალხი გაძარცვა და გაღლიტა.

ბანკების დანაშაულებრივი საქმიანობის საგამოძიებო კომისია შექმნან, თუ მართლა რამის თავი აქვთ! კიდევ 40-50%-ით გაუძვირეს ადამიანებს სესხები, ხალხი უკანონოდ იძარცვება და ამაზე ხმას არავინ იღებს“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები