,,სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებისკენ მიდის”- ექიმი თამარ დავარაშვილი

,,პაციენტის მდგომარეობა შეიძლება, ითქვას, მძიმისკენ მიდის, ტენდენცია არის დამძიმებისკენ იქიდან გამომდინარე, რომ სხეულის წონა და მასა რჩება ძალიან დაქვეითებული,” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, თამარ დავარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს გამოხატული აქვს ზოგადი საერთო სისუსტე და ძირითადად წევს.

„20 რიცხვისთვის წონა იყო 67, 200 გრამი და მასის ინდექსი იყო 18, 2. გამოხატულია ზოგადი საერთო სისუსტე, საერთოდ საწოლშია პაციენტი, აქვს საერთო სისუსტე, კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის. ჩვენ ვეხმარებთ, მაგრამ ეს ტკივილი რჩება. ყველაზე სავალალო არის, რომ კვლევა რჩება არაბალანსირებული. არაბალანსირებული საკვებს იღებს და ირგებს. საკვების ათვისება ხდება ორგანიზმის მიერ.თუნდაც პირღებინება და გულისრევა იშვიად დაფიქსირებულა ჩვენთან. ეს არაბალანსირებული კვება ჩვენ ძალიან გვიშლის ხელს. ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად ხდება პაციენტის მონიტორიგნი ყოველკვირეულად, ჩვენ ვაკეთებთ მონიტორინგს სისხლის საერთო ანალიზის, ანთებითი მარკერების და სხვა ბიოქიმიური მაჩვენებელებისას. მოსალოდნელიც იყო, რომ უმნიშვნელოა ცვლილებები არის, მაგრამ ჩვენ ვახდენთ კორეგირებას. ჩვენ ავუხსენით პაციენტს, რომ უნდა მიიღოს სალათები. პაციენტს სჯერა, ვერ ვიტყვი რომ არ მომყვება და არ ითვალისიწნებს. ახლა გამოსწორდა ჰემოსტაზის მაჩვენებელი, მაგრამ ამ ფონზე ჰემოდინამიკური, რესპირატორული მაჩვენებლები რჩება სტაბილური, როგორც შემოსვლის დღიდან. დღემდე მიუხედავად მისი მდგომარეობისა, რჩება ნორმის ფაარგლებში.

შემოდგომიდან სულ საუბარი მქონდა ცილოვანი დანამატების მიღებაზე, რადგან კუნთოვანი სხეულის ატროფიაც ჩანს, ვერაფრით ვითანხმებდით პაციენტს, მიუხედავად იმისა, რომ კლინიკაში შემოსვლისას, პირველ დღეებში დანამატს იღებდა. ერთი კვირის წინ კიდევ ერთხელ გვითხრა ენტერალურ კვებაზე უარი და ისევ დავაყენეთ ცილოვანი დანამატების მიღება. ცილოვანი დანამატების მიღებაზე გვითხრა თანხმობა, მაგრამ მერე შეწყვიტა. პაციენტი არის საღ აზრზე, კონტაქტში შემოდის თავისუფლად, ჩვენ არ გვაქვს უფლება ძალით რამე გავაკეთოთ. ოქტომბრამდე ეს პაციენტი იღებდა მრავალფეროვან საკვებს, იქ შედიოდა სუპები, ბუტერბროდი, კარაქი, ხიზილალა, თევზეული, მაგრამ ახლა ამას ვეღარ ვაღწევთ. მაშინაც არ იყო სრულყოფილი, მაგრამ მრავალფარეოვანი ნამდვილად იყო. წონაში კლება მაშინაც იყო, მაგრამ ის იყო მისაღები“, – განაცხადა ექიმმა.

მსგავსი თემები