რუსეთს სურს ახალი ფრონტის გახსნა და კიშინიოვის აეროპორტის დაკავება – მოლდოვის პრემიერ-მინისტრი

მოლდოვის პრემიერ-მინისტრის, დორინ რეჩანის განცხადებით, რუსეთს ახალი ფრონტის გახსნა და კიშინიოვის აეროპორტის დაკავება სურს.

მისი თქმით, ხელისუფლება ახლა სხვადასხვა სცენარისთვის არის მზად.

“მე რამდენჯერმე ვთქვი, რომ არსებობს კიდევ რამდენიმე დესტაბილიზაციის სცენარი, ახლა მხოლოდ ერთია დასახელებული. მათ შორისაა რამდენიმე ელემენტი, მათ შორის ის, რაც თქვენ ახსენეთ პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვებიდან”, – განაცხადა მოლდოვის პრემიერმა.

მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი მოლდოვაში ხელისუფლების შეცვლას გეგმავს. მისი თქმით, კრემლს კიშინიოვის აეროპორტზე სურს წვდომა, რათაშეძლოს ჯარისკაცების და აღჭურვილობის ტრანსპორტირება შეძლოს ფრონტზე.

მსგავსი თემები