,,ჯალათეა ანგრევს და ანადგურებს გელათს”- ლევან ხაბეიშვილი

,,ჯვრის მონასტერში ცვივა ქვები, ჩამოდის წყალი, არის ვანდალიზმის ფაქტები,”- ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა მონასტრის ეზოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით,  მზად არიან პროფესიონალები ჩამოიყვანონ.

,,ყველამ კარგად ვიცით გელათში განვითარებული მოვლენები, რომ ჯალათეა ანგრევს და ანადგურებს გელათს. ჩვენი შეთავაზებაც იცით, მზად ვართ, პროფესიონალები ჩამოვიყვანოთ, უზრუნველვყოთ მათ შორის ფინანსურადაც, რომ რაც დარჩენილი ის მაინც არ განადგურდეს.

ახლა ვიმყოფებით ჯვრის მონასტერში, რომელიც ასევე ინგრევა ივანიშვილისა და წულუკიანის ხელში. ცვივა ქვები, ჩამოდის წყალი, არის ვანდალიზმის ფაქტები – რუსული წარწერები ჯვრის მონასტერში. მოვუწოდებ ყველას ვისაც ეს ეხება და სამწუხაროდ, უპირველესად ეს ეხება ჯალათეას, რომელიც მინისტრია და გაჩერებული აქვს ის ფინანსები, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მონასტრის რეაბილიტაცია… ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფად ჩატარდეს რეაბილიტაცია. ამერიკელებმა, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ამაში ასიათასობით დოლარი ჩადეს, რომ რეაბილიტაცია მოხდეს, მაგრამ წულუკიანს ეს ფინანსები აქვს შეჩერებული ერთი ხელის მოწერით შეუძლიათ დაიწყონ აქ საქმიანობა, თუმცა, სამწუხაროდ, ამას არ აკეთებს ხელისუფლება.

ამ შემთხვევაშიც პროფესიონალებთან ერთად ვთავაზობთ დახმარებას, პროფესიონალების ჩართვას და თუ საჭიროა, ნებისმიერი ფორმით ჩვენს თანამონაწილეობას” ,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები