,,სააკაშვილი მესამედ, ან მეოთხედ კალორაჟს იღებს, ვიდრე მას ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება”- ენდოკრინოლოგი

,,პაციენტი ღებულობს მესამედ, ან მეოთხედ კალორაჟს, ვიდრე მას ეს ესაჭიროება თავისი ძირითადი ცვლისთვის, ანუ თავის ცხოველმოქმედების ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის,”-  ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ ექიმმა, ენდოკრინოლოგმა, სოფო მებუკემ მიხეილ სააკაშვილის  ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი დღემდე აგრძელებს თავისი სურვილისამებრ შერჩეული საკვები პროდუქტებით კვებას.

,,თითქმის ცხრათვე-ნახევარი სრულდება, რაც პაციენტი ჩვენთან იმყოფება და ყოველდღიურად ფაქტობრივად ენერეტიკული ბალანსი იმყოფება უარყოფით რეჟიმში. ეს ნიშნავს იმას, რომ პაციენტი ღებულობს მესამედ, ან მეოთხედ კალორაჟს, ვიდრე მას ეს ესაჭიროება თავისი ძირითადი ცვლისთვის, ანუ თავის ცხოველმოქმედების ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და კიდევ უფრო ნაკლებს, ვიდრე წონის შენარჩუნებისთვის. შესაბამისად, ლოგიკურია, გვაქვს წონის კლების ესეთი დინამიკა, რომელიც დღემდე გრძელდება. ბოლო დღეების დაანგარიშებით, სადღაც 300-400 კალორიაა დღეში, რაც გამოდის მის მიერ მიღებული ათვისებული საკვებისა.(აუცილებელია) მინიმუმ 1700 მაინც, მინიმუმ 1700 მზარდი ტენდენციით. შეთავაზებულ იქნა, თუმცა ის დღემდე აგრძელებს თავისი სურვილისამებრ შერჩეული საკვები პროდუქტებით კვებას.

არსებობს გარკვეული ენდოკრინოლოგიური პათოლოგიები, რომლებიც ხასიათდება – მადის დაქვეითება არის ძირითადი წამყვანი სიმპტომი. თუმცა შესაბამისი კლინიკოლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევებით ყოველგვარი ორგანული გენეზის და მადის დაქვეითების მიზეზი გამოირიცხა, რაც ნიშნავს, რომ ეს არის პაციენტის სუბიექტური, ფსიქოემოციურ ფონზე განვითარებული მადის დაქვეითების ფენომენი, რომელიც განპირობებულია, როგორც თავადაც აღნიშნავს, თავისუფლების იძულებითი აღკვეთის მომენტით”,- განაცხადა სოფო მებუკემ.

მსგავსი თემები