,,მხოლოდ და მხოლოდ გულისტკივილს იწვევს ჩემში”- წულუკიანი გახარიაზე

,,როგორ შეიძლება, ადამიანი ერთი დიდი პოლიტიკური პედესტალიდან თავისივე ნებით ჩამოცურდეს, გადმოვარდეს და შემდეგ დაემსგავსოს იმას, რასაც დამსგავსებია დანარჩენი,”– ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა.

წულუკიანის თქმით, გიორგი გახარია გულისტკივილს იწვევს მასში.

„ძალიან მიჭირს გიორგი გახარიაზე საუბარი, რაც უნდა გულდასაწყვეტი იყოს, ჩვენი პარტიული სიის ნომერ პირველი ადამიანი, ჩვენი ყოფილი პრემიერ-მინისტრი არასერიოზულ მოცემულობად არის ქცეული. არაერთხელ მითქვამს, რომ მხოლოდ და მხოლოდ გულისტკივილს იწვევს ჩემში, როგორ შეიძლება, ადამიანი ერთი დიდი პოლიტიკური პედესტალიდან თავისივე ნებით ჩამოცურდეს, გადმოვარდეს და შემდეგ დაემსგავსოს იმას, რასაც დამსგავსებია დანარჩენი. ვნახოთ, რა უნდა გააკეთოს, ჩემი აზრით, ვერაფერს გააკეთებს, ხომ ხედავთ, სერიოზულ კომენტარსაც ვერ ვაკეთებ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები