არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 5 წელი გავიდა

ოკუპანტების მიერ არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობიდან ხუთი წელი გავიდა. ექსპერტიზის მიხედვით, ტატუნაშვილის ცხედარს მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდა.

ყოფილი სამხედრო რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს და წამებით მოკლეს. მისი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია 23 თებერვალს გასაჯაროვდა.

ქართული მხარე და ოჯახი ტატუნაშვილის ცხედარს 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. ტატუნაშვილი 2018 წლის 24 მარტს, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

მსგავსი თემები