იტალია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების სამ სახეობას მიაწვდის

იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის განცხადებით, იტალია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების სამ სახეობას გადასცემს. ამის შესახებ მელონიმ კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

,,როდესაც საუბარია ქვეყანაზე, რომლის მიმართაც აგრესია იქნა ჩადენილი, მაშინ ნებისმიერი იარაღი, რომელიც მას მიეწოდება თავდაცვისთვისაა. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საჰაერო თავდაცვის სისტემებზე ვკონცენტრირდებით. საფრანგეთთან ერთად ბევრს ვმუშაობდით ამაზე, რომ ჩვენი ტექნოლოგიები გაგვეერთიანებინა. მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში SAMP-T საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი არის, ასევე საჰაერო თავდაცვის სხვა სისტემებიც – Skyguard და Spike. დღეისთვის სტრატეგიული მიზანია კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა”, – განაცხადა მელონიმ.

მსგავსი თემები