40 წლის ქართველს 23 კბილის ჯაგრისის ქურდობისთვის ბელგიის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

40 წლის ქართველს ბელგიის სასამართლომ  23 კბილის ჯაგრისის ქურდობისთვის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება ქართველს ექვსი ქურდობასა და ორი ქურდობის მცდელობას ედავება.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ქართველი 2022 წლის 10 აგვისტოს დელჰაიზში ქურდობისთვის, არდოში დაიჭირეს. მან სამი ბოთლი ვისკის მოპარვა სცადა.

დაკავების შემდეგ ქართველმა განაცხადა, რომ სპირტიანი სასმელები და სხვა პროდუქტები „პირადი მოხმარებისთვის“ მოიპარა.

როგორც მედია იტყობინება, დაკავებული ქართველი წარსულში უკვე ნასამართლევია საფრანგეთში ქურდობისთვის.

მსგავსი თემები