დონალდ ტრამპის განცხადებით, მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკის გამო, მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა.

ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტის რომ ყოფილიყო, უკრაინაში ”სასტიკი და საშინელი შეჭრა არასდროს მოხდებოდა”.

„ერთი წლის წინ უკრაინაში ეს სასტიკი და საშინელი შეჭრა არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს ნიშნავს, რომ, აქ, ამერიკაში, ჩვენ გვჭირდება კორუმპირებული გლობალისტი ისტებლიშმენტის მოშორება, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში ცუდად იმოქმედეს ყველა მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ეს მოიცავს პრეზიდენტ ბაიდენს, რომელზეც მისი ხალხი ამბობს, რომ არ მიუღია რაიმე კარგი გადაწყვეტილება სხვა ქვეყნებისა და ომების კონტექსტში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მსგავსი თემები