ბაიდენის ადმინისტრაციამ თავშესაფრის მაძიებლებისთვის ახალ წესები წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ თავშესაფრის მაძიებლებისთვის ახალ წესები წარადგინა. გეგმა მექსიკის საზღვარზე მიგრანტების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველაზე აგრესიული გეგმა მიგრანტების უმრავლესობას მოთხოვნაზე უარს ეტყვის. საუბარია მათზე, ვინც თავშესაფარს პირველ რიგში სხვა ქვეყნებში არ ცდილობდნენ, სანამ აშშ-ის საზღვარს მიაღწევენ.

მედიის ცნობით, გეგმა აწესებს სერიოზულ შეზღუდვებს თავშესაფარზე ნებისმიერი ეროვნების ადამიანებისთვის, გარდა მექსიკელებისა, რომლებსაც არ უწევთ მესამე ქვეყანაში გამგზავრება აშშ-მდე მისასვლელად.

გამონაკლისი შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ „მწვავე სამედიცინო გადაუდებელი მდგომარეობა“, ძალადობრივი დანაშაულების „გარდაუვალი და უკიდურესი საფრთხე“, როგორიცაა მკვლელობა, გაუპატიურება ან გატაცება, არიან ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი ან არსებობს „სხვა უდავო გარემოებები.“ ასევე, გათავისუფლდებიან ბავშვებიც, რომლებიც მარტო მოგზაურობენ.

აღნიშნული გეგმა დროებითი იქნება და შემოიფარგლება ორი წლის ვადით, მისი გაგრძელების შესაძლებლობით.

მსგავსი თემები