,,გლობალური ომის პარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს ომში ჩართვა შეეშველება უკრაინას და დაასუსტებს რუსეთს”- მდინარაძე

,,გლობალური ომის პარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს ომში ჩართვა უკრაინას შეეშველება და რუსეთს დაასუსტებს, მაგრამ საქართველოს რომ ჩამოშლის, ამაზე არავინ ფიქრობს”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ  ვისი ინტერესი შეიძლება იყოს საქართველოს ომში ჩართვა.

„თანამედროვე სამყაროში არსებობს რაღაც გარკვეული ძალები, რასაც ჩვენ, პირობითად, გლობალურ ომის პარტიას ვეძახით. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ომში ჩართვა აქ გახსნის მეორე ფრონტს, რაც რუსეთს, მინიმუმ, 50 000 ჯარისკაცს მაინც დაუკავებს, ეს ძალიან შეეშველება უკრაინას და ძალიან დაასუსტებს რუსეთს, მაგრამ საქართველოს რომ ჩამოშლის და ამ ქვეყანას საერთოდ მოკლავს, ამაზე არავინ ფიქრობს. ის ადამიანები, ვინც უფრო დეტალურად ფლობენ ინფორმაციას, ვიდრე ნებისმიერი ჩვეულებრივი მოქალაქე, ტკივილნარევი იუმორით იტყვიან ხოლმე, რომ ხან დახმარებას გვაყვედრიან, ხან რაღაცას, ხან რაღაცას და საახალწლოდ დასაკლავი ინდაურივით არ უნდა გაგასუქოს არავინ, ქვეყანას ასე არ უნდა მოეპყრას არავინ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ პირველი არხის ეთერში.

მსგავსი თემები