„ეს ადამიანი მოწყვეტილია რეალობას“- კალაძე გახარიაზე

„ეს ადამიანი მოწყვეტილია რეალობას“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ. მისი თქმით, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს და შესაბამისად აფასებს პოლიტიკური პარტიების საქმიანობას. „მესამე წელია ვისმენთ ამ ადამიანისგან, თუ რატომ გადადგა თანამდებობიდან და ვერავინ ვერაფერი გაიგო, თუმცა, რეალობა ყველამ ძალიან კარგად იცის. განცხადებები, რომელიც მისი მხრიდან კეთდება, მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანი მოწყვეტილია რეალობას. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს, კარგად აფასებს ყველა პოლიტიკური პარტიის საქმიანობას და ეს გამოიკვეთება არჩევნებზე მათი მხარდაჭერით. ეს არის ძალიან კარგი შეფასების კრიტერიუმი, ვინ რას აკეთებს. როდესაც…

მეტი...

,,ევროპა დეპრესიულად გამოიყურება და შეცდომაზე შეცდომას უშვებს”- დიმიტრი ხუნდაძე

მინდა, მჯეროდეს, რომ ევროპა შეძლებს ძველი ღირებულებების დაბრუნებას და სხვა სახელმწიფოებთან სამართლიანობაზე დაფუძნებულ პარტნიორობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მათგანაც მოუწევს თავის დაცვა, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, იმ დროს, როდესაც ქართველი ხალხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, ვიხილეთ ყველაზე უსამართლო, არაევროპული ევროპა. „როდესაც ჩვენი ახალგაზრდები იმედით შეჰყურებენ ევროპულ პერსპექტივას, ამ დროს ევროპელი დეპუტატები ანადგურებენ მათ იმედებს“, – განაცხადა ხუნდაძემ. მისი თქმით, ევროკავშირი თავისი დაარსების დღიდან პირველად დადგა ასეთი გამოცდის წინაშე და პირველადვე ვერ გაუძლო და ეს უფრო ღრმა დეპრესიას ჰგავს, რომლისგანაც თავის დაღწევა ძალიან რთულია, თუმცა…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო კომპანიონი ცხოველების მოვლა-პატრონობის მონიტორინგს განაგრძობს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო კომპანიონი ცხოველების მოვლა-პატრონობის მონიტორინგს განაგრძობს. ამჯერად, სააგენტოს ეკიპაჟებმა მეპატრონეების მიერ რეგისტრაციისა და გასეირნების წესების დაცვა სამგორის რაიონში მდებარე პარკებსა და სკვერებში შეამოწმეს. ,,მონიტორინგი განხორციელდა შემდეგ მისამართებზე: • ვარკეთილის ცენტრალური პარკი (ვარკეთილის ხევის პარკი) • რიგის ბაღი • ვარკეთილი 3, IIIა მიკრორაიონი, N325 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი • საბა პაპაშვილის სახელობის სკვერი • ილიკო სუხიშვილის ბაღი • სასტუმრო “ჰუალინგთან” მდებარე პარკი. სააგენტოს წარმომადგენლები მეპატრონეებს მათი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაციას აწვდიან, მათ შორის, ცხოველების რეგისტრაციისა და გასეირნების წესს განუმარტავენ და შესაბამის საინფორმაციო ფლაერებს გადასცემენ. ღონისძიების მიზანია მოსახლეობის ცნობიერების…

მეტი...

,,ასეთი რამ მარგველაშვილსაც არ უკადრია”- ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილზე

,,ასეთი რამ მარგველაშვილსაც კი არ უკადრია, რომ განხილვებიც კი არ არის დაწყებული პარლამენტში და უკვე ვეტოს ადებს ბუნებაში არარსებულ კანონს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილს არც ამერიკული კანონი აქვს წაკითხული, არც რუსული და არც „ხალხის ძალის“ კანონპროექტი. „არ მგონია, პრეზიდენტს ჰქონდეს წაკითხული ან ამერიკული კანონი, ან რუსული, ან ეს კანონპროექტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი არ აქვს წაკითხული და ასე გააკეთ ემოციურ ფონზე ეს განცხადება. მისი უფლებაა, ამაში ჩვენ ვერ შევალთ.პრეზიდენტს არაერთხელ უცდია, რომ შეგვიყვანოს მასთან კინკლაობაში, თუმცა ჩვენ…

მეტი...

,,ამერიკული კანონი არის სრული კატასტროფა, ასეთი კანონის მიღება საქართველოს პარლამენტში ნამდვილად ვერ ვიკადრებდით”- ირაკლი კობახიძე

,,ამერიკული კანონი არის სრული კატასტროფა, ჩვენ ასეთი კანონის მიღება საქართველოს პარლამენტში ნამდვილად ვერ ვიკადრებდით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  მთლიანად შესაბამისობაშია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. „პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, როგორც იურისტმა, ადამიანის უფლებების სპეციალისტმა, რომ ამერიკული კანონი არის სრული კატასტროფა, ჩვენ ასეთი კანონის მიღება საქართველოს პარლამენტში ნამდვილად ვერ ვიკადრებდით. რაც შეეხება რუსულ კანონს, რუსულ კანონსაც ახლა გავეცანი და ყოფილა ამერიკული კანონის მსგავსი, ანუ პირდაპირ შეგიძლია, მიამსგავსო რუსული კანონი ამერიკულს. როგორც ჩანს, რუსული მესიჯი დარბილებასთან დაკავშირებით იყო…

მეტი...

,,მეგონა, უკვე შევარდნილი იყო კლინიკაში, არ შევარდნილა?”- კალაძე ხაბეიშვილზე

,,მეგონა, უკვე შევარდნილი იყო კლინიკაში, არ შევარდნილა?,” – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ხაბეიშვილი ”საინტერესო ჯამბაზია.” „თბილისშია კიდევ? არ შევარდნილა? საინტერესო ჯამბაზია. როდესაც არჩევნები მიმდინარეობდა, მხარს ვუჭერდი და ახლაც ვუჭერ. დაველოდოთ, ძალიან საინტერესო გასართობი სცენები გველოდება მომავალში. მთავარ როლში აუცილებლად ვიხილავთ ლევან ხაბეიშვილს. მე მეგონა, უკვე შევარდნილი იყო კლინიკაში, თურმე არ ყოფილა“, – განაცხადა კალაძემ.

მეტი...

,,არ არის საინტერესო არც ზახაროვას და არც იმ ე.წ. მეგობრების განცხადებები სააკაშვილზე, რომლებიც შანტაჟის ენით გვესაუბრებიან”- კალაძე

საერთოდ არ არის საინტერესო არც ზახაროვას განცხადება კრიმინალ სააკაშვილთან მიმართებაში და არც იმ ე.წ. მეგობრების განცხადებები, რომლებიც შანტაჟით და თითის ქნევით გველაპარაკებიან საქართველოს ხელისუფლებას, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის დასმულ კითხვას, რომელიც მარია ზახაროვას მიერ მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებული განცხადების შეფასებას ეხებოდა. თბილისის მერის თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, განურჩევლად სტატუსისა. „ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციას, ვიცავთ კანონებს, პატივს ვცემთ ჩვენს სამშობლოს, პატივს ვცემთ მოსახლეობას და, რა თქმა უნდა, კანონის წინაშე არ აქვს მნიშვნელობა, შენ ხარ პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ჩვენ ყველა ვართ თანასწორუფლებიანი“, – განაცხადა კახა კალაძემ. „სააკაშვილის, გუაიდოს ბედი ელის…

მეტი...

,,ვიღაცებს გახარია ეგონათ კერკეტი კაკალი, აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი”- ირაკლი კობახიძე

,,ვიღაცებს გახარია ეგონათ კერკეტი კაკალი, ასეთი ტერმინი გამოიყენებოდა, აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძეს  თქმით, ეს არის ერთადერთი ეპიტეთი, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრს მიესადაგება. „ვიღაცებს გახარია ეგონათ კერკეტი კაკალი, ასეთი ტერმინი გამოიყენებოდა, აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი. ეს არის ერთადერთი ეპითეტი, რომელიც მას მიესადაგება, არის 1%-იანი პარტიის ლიდერი და ეს არის საზოგადოების განაჩენი გახარიას მიმართ, რომელიც არის სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ადამიანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

თბილისის მერიასთან ”ნაციონალური მოძრაობა” აქციას მართავს

თბილისის მერიის შენობასთან პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო მიზნით, საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები ადგილზე სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერით მივიდნენ, წარწერით „თავისუფლება მიშას“. ასევე მათ მიტანილი აქვთ პლაკატები, წარწერით „კახა რუსი, მკვლელი და მოღალატე“.

მეტი...

,,იოსელიანისა და  კიტოვანის შემდეგ საქართველოს ასეთი ანტიქართული ხელისუფლება არ ჰყოლია”- პაატა მანჯგალაძე

,,საქართველოს არ ჰყოლია ისეთი ანტიქართული ხელისუფლება, როგორიც დღეს არის, ჯაბა იოსელიანისა და თენგიზ კიტოვანის შემდეგ,”– ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა, პაატა მანჯგალაძემ „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, თუ ვინმე არის აგენტი და წარმოადგენს უცხო ქვეყნის ინტერესს, ეს „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერები არიან. „საქართველოს არ ჰყოლია ისეთი ანტიქართული ხელისუფლება, როგორიც დღეს არის, ჯაბა იოსელიანისა და თენგიზ კიტოვანის შემდეგ. „ქართული ოცნება“ არის ანტიქართული, ანტიევროპული, ანტიეროვნული ძალა. ამას ყოველდღიურად ადასტურებს და ერთ-ერთი გამოვლინება არის ამ არადემოკრატიული, ვითომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომელიც მიზნად…

მეტი...

ცაგერში ზვავი ჩამოწვა – ზვავში მსუბუქი ავტომანქანაა მოყოლილი

ცაგერის მუნიციპალიტეტ სოფელ ქულბაქში ზვავი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, ზვავში  მსუბუქი ავტომანქანაა მოყოლილი. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,ყველა დეპუტატი ვინც ხმას მისცემს ხალხის ძალის შემოტანილ კანონს უნდა დასანქცირდეს” – ანი წითლიძე

,,ყველა დეპუტატი ვინც ხმას მისცემს ხალხის ძალის შემოტანილ კანონს უნდა დასანქცირდეს,”- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, ანი წითლიძე წერს. მისი თქმით, სიის სათვეში “ხალხის ძალის” წევრები უნდა იყვნენ. ,,ყველა დეპუტატი ვინც ხმას მისცემს ხალხის ძალის შემოტანილ კანონს უნდა დასანქცირდეს. სიის სათვეში “ხალხის ძალის” წევრები უნდა იყვნენ. არ უნდა შეეძლოთ ევროპაში და აშშ მოგზაურობა, სწავლა, სამსახური, ბიზნესი არც მათ, არც მათი ოჯახის წევრებს. ევროპულ ღირებულებებს ამ ქვეყაში კლავდნენ და ღუდუშაური აშშ ისვენებდეს სად მოსულა. სანამ ასე კონკრეტულად არ შეეხებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მანამდე იზამენ ყველაფერს რაც უნდათ,”- წერს წითლიძე.

მეტი...

,,ვხსნით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს”- ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს ქმნის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, იმისთვის, რომ პარტია თბილისში ძლიერი იყოს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს. „დღეს დედაქალაქში ბროსეს ქუჩა #6-ში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს ვხსნით, რომელიც პარალელურად ენმ-ის თბილისის ცენტრალური ოფისი იქნება. ჩვენს მომხრეებს, რომლებიც დედაქალაქში ასი ათასობით არიან, მოვუწოდებ – მობრძანდით ჩვენთან, ოფისში, გაიარეთ რეგისტრაცია, გახდით თანამონაწილე „რუსულ ოცნებაზე“ გამარჯვების. ამასობაში, იმისთვის, რომ თბილისში პარტია ძლიერი იყოს, სამუშაო ჯგუფი შევქმენით, რომელსაც ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს. მისი ამოცანა იქნება თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ რეორგანიზაცია, სტრუქტურულად გამართვა,…

მეტი...

,,ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც პროევროპელი და არც პრორუსი, ის პროთავისია” – გახარია

,,ბიძინა ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც პროევროპელი და არც პრორუსია. ბიძინა ივანიშვილი არის პროთავისი,”- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ განაცხადა. გახარიას თქმით, ”ხელისუფლების ძალაუფლების სისტემა იმდენად ავტორიტარულია, რომ უბრალოდ მიუღებელია”. ,,მე ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა გახლავთ იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც პროევროპელი და არც პრორუსია. ბიძინა ივანიშვილი არის პროთავისი. ის ყველას ჩამოართმევს ხელს, იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ეს არის მისი მთავარი მიზანი. ჩვენი ხელისუფლების ძალაუფლების სისტემა იმდენად ავტორიტარულია, რომ უბრალოდ მიუღებელია და არ არის თავსებადი ევროპულ ფასეულობებთან,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

,,გადამალული ივანიშვილი დანაშაულებრივ გეგმას თქვენი ხელით ახორციელებს”- გახარია ”ქართული ოცნების” წევრებს

ვერც ივანიშვილი შეძლებს უკანა კარიდან გაპარვას და ვერც თქვენ შეძლებთ მისკენ ხელის გაშვერას, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული, – ამ სიტყვებით პარტია „საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე, ”ქართული ოცნების” წევრებს მიმართა. მისივე თქმით, „ოცნება“ ევროპული მომავლის ნაცვლად ირჩევს ხელისუფლებაში დარჩენას ნებისმიერ ფასად. „ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომლის პოლიტიკა, არც გონივრული, არც ფრთხილი და არც დაბალანსებული უკვე აღარ არის. დღეს ოცნება ფსონს დებს უკრაინის დამარცხებაზე და მათი საგარეო პოლიტიკა, სწორედ , ამ ლოგიკას ეყრდნობა. ამ გადამწყვეტ მომენტში “ოცნება” კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს…

მეტი...

,,ევროპა მშვიდობაა, რუსეთთან პირისპირ დარჩენა კი ნიშნავს ომს”- გიორგი გახარია

,,ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ხელსუფლება, რომლის პოლიტიკა არც გონივრული, არც ფრთხილი და არც დაბალანსებული უკვე აღარ არის,”- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს ”ქართული ოცნება” ფსონს უკრაინის დამარცხებაზე დებს. ,,დღეს საქართელოს აქვს რეალური შესაძლებლობა ისტორიას დრო მოუგოს და გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ამით მიპოვოს გრძელვადიანი სტაბილურობა, კეთილდღეობა და გარანტირებული მშვიდობა. ევროპა მშვიდობაა. საპირისპიროდ, რუსეთთან პირისპირ დარჩენა კი ნიშნავს ომს. ოკუპაციას და ომს. ეს არის ჩვენი ისტორიული გამოცდილება, რომელმაც ბევრჯერ დაგვანახა, რომ დასავლეთთან ერთობის გარდა სხვა გეოპოლიტიკური არჩევანი…

მეტი...

,,რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი”- არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების განცხადება

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან. განცხადების ხელმომწერები აღნიშნულ კანონპროექტს „რუსულ კანონს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ რუსული კანონის მიღება არ არის საქართველოს არჩევანი. „ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რომლის მიმართ მხარდაჭერა პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის სხვა წევრებმა გამოხატეს. მიგვაჩნია, რომ ამ რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს კანონი მიზნად ისახავს, რომ დაუცველად დარჩნენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები;…

მეტი...

ბავშვი, რომელიც სირიაში, ნანგრევების ქვეშ დაიბადა დეიდამ და ბიძამ იშვილეს

ბავშვი, რომელიც სირიაში, ნანგრევების ქვეშ დაიბადა დეიდამ და ბიძამ იშვილეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. პატარა საავადმყოფოდან მას შემდეგ გაწერეს, რაც დნმ-ის ტესტმა დაადასტურა, რომ დეიდა მისი სისხლით ნათესავი იყო. “ის ახლა ჩემი ერთ-ერთი შვილია, ეს გოგონა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ამ ბავშვის გარდა მისი ოჯახიდან არავინ დარჩენილა”, – განაცხადა გოგონას ბიძამ. დეიდამ და ბიძამ პატარას დედის სახელი დაარქვეს. მანამდე კი ოფიციალურმა პირებმა მის სახელად “აია” შეარჩიეს, რაც არაბულად სასწაულს ნიშნავს. ჩვილს მიწისძვრის დროს, დედა, მამა, 4 და-ძმა და დეიდა დაეღუპა. მისი შვილად აყვანის სურვილს ათასობით ადამიანი გამოთქვამდა მსოფლიოს…

მეტი...

,,ჩინეთი შეშფოთებულია, რომ უკრაინაში კონფლიქტი კონტროლიდან გამოდის”- ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

,,თითქმის ერთი წელია, უკრაინაში კრიზისი ფართოვდება. ჩინეთი ღრმად არის შეშფოთებული, რომ კონფლიქტი მწვავდება და კონტროლიდანაც კი გამოდის“, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩინ განგიმ განაცხადა. მან ქვეყნებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე შეწყვიტონ ბრალდების ჩინეთზე გადატანა. „პეკინი ჩინურ სიბრძნეს შესთავაზებს უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარებისთვის და იმუშავებს საერთაშორისო საზოგადოებასთან დიალოგისა და კონსულტაციების ხელშეწყობისთვის, ყველა მხარის პრობლემის გადასაჭრელად და საერთო უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მეტი...

,,კრემლის საწინააღმდეგო კოალიცია უკვე 54 ქვეყნისგან შედგება”- ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, კრემლის საწინააღმდეგო კოალიცია 54 ქვეყნისგან შედგება. „ფაქტია, რომ ანტიკრემლისტური კოალიცია უკვე შედგება 54 ქვეყნისგან. შეხვედრებზე იმდენი დელეგაცია იყო, ჯერ „რამშტაინში”, შემდეგ ბრიუსელში. „რამშტაინის“ ფარგლებში გამართული შეხვედრის გარდა, ბრიუსელში ასევე შედგე ნატო-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა, რომელზედაც უკრაინა საპატიო სტუმრად იყო მიწვეული”, – განაცხდა რეზნიკოვმა. მისი თქმით, პარტნიორები უკრაინის გამარჯვებისთვის მზად არიან. „თუ ვინმეს ჰგონია, რომ არსებობს უკრაინისგან, ომისგან დაღლილობის სინდრომი, ეს ასე არ არის. ჩვენი პარტნიორები არიან ძალიან, ძალიან, ხაზს ვუსვამ, ძალიან მტკიცედ დგანან და მზად არიან ჩვენი გამარჯვებისთვის. ეს სულ სხვა განწყობაა, ვიდრე…

მეტი...

თურქეთში, გუშინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა

თურქეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ჰათაის პროვინციაში გუშინ მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. დაშავებულია 294 ადამიანი, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ კოჩას განცხადებით, ახალი მიწისძვრის შედეგად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სამი ჩამონგრეული კორპუსის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. თურქული მედიის ცნობით, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ჰათაის პროვინციაში ადგილობრივი დროით 20:04 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი დეფნეს მუნიციპალიტეტში იყო. სამი წუთის ინტერვალით ამავე პროვინციაში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი სამანდაგის რაიონში მდებარეობდა.  

მეტი...

ჯო ბაიდენი პოლონეთში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარშავაში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, კიევში ვიზიტის შემდეგ ბაიდენი  პოლონეთის სასაზღვრო ქალაქ ფშემისლში მატარებლით ჩავიდა, საიდანაც თვითმფრინავით ვარშავაში გაემგზავრა. პოლონეთში ჯო ბაიდენი პრეზიდენტ ანჟეი დუდასთან გამართავს მოლაპარაკებებს. ასევე, შეხვდება უკრაინელ ლტოლვილებს. ხვალ, აშშ-ის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს „ბუქარესტის ცხრიანის“რიგგარეშე სამიტში და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება. აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთში 22 თებერვლამდე დარჩება.

მეტი...

თურქეთში, მიწისძვრის დროს, ქალმა საველე საავადმყოფოში შვილი გააჩინა

თურქეთში, ჰათაის ქალაქ დეფნეში გუშინ მომხდარი მიწისძვრის დროს, ქალმა საველე საავადმყოფოში შვილი გააჩინა. დედა და ახალშობილი მაშველებმა გადაარჩინეს. ისინი თავს კარგად გრძნობენ. თურქული მედიის ცნობით, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ჰათაის პროვინციაში ადგილობრივი დროით 20:04 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი დეფნეს მუნიციპალიტეტში იყო. სამი წუთის ინტერვალით ამავე პროვინციაში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი სამანდაგის რაიონში მდებარეობდა. თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, 213 კი დაშავდა

მეტი...

გერმანია საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ გაემგზავრონ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, რუსეთის ფედერაციაში არ იმოგზაურონ. გერმანია მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე 20-დან 26 თებერვლამდე პერიოდში გამოიჩინონ. „ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეებს უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის ხელისუფლება მათ მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებად მიიჩნევს. ეს ასევე ეხება რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესაძლო გაწვევას. საელჩო ვერ უზრუნველყოფს მათ საკონსულოს საშუალებით დაცვას,“ – ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მეტი...

,,სწორედ ახლა, სწორედ უკრაინაში წყდება წესებზე, ჰუმანურობაზე, პროგნოზირებულობაზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის ბედი”- ზელენსკი

„სწორედ ახლა და სწორედ უკრაინაში წყდება წესებზე, ჰუმანურობაზე, პროგნოზირებულობაზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდოემიმართავში განაცხადა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის ხელისუფლებას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტისთვის, რომელიც მისი თქმით, გააძლიერებს ფრონტის წინა ხაზზე მყოფ უკრაინელ სამხედროებს. „სწორედ ახლა და სწორედ უკრაინაში წყდება წესებზე, ჰუმანურობაზე, პროგნოზირებულობაზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი. პრეზიდენტ ბაიდენთან ვისაუბრეთ, კერძოდ, იმაზე, თუ როგორ გავაკეთოთ უკვე მიმდინარე წელს ყველაფერი რუსეთის მიერ დაწყებულ ომში ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის. ეს ომი ცხრა წლის წინ დაიწყო, ფართომასშტაბიანი ომი კი – გასული წლის თებერვლიდან მიმდინარეობს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ…

მეტი...

იაპონია უკრაინას 5,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს

იაპონია უკრაინას 5,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა. პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, იაპონიამ უკვე გამოუყო კიევს ფინანსური დახმარების სახით 600 მილიონი დოლარი, ასევე ასობით მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება. „თუმცა კვლავ დგას ხალხის დახმარების საჭიროება, რომელთა საარსებო წყარო და ინფრასტრუქტურა ომმა გაანადგურა“, – განაცხადა კიშიდამ ტოკიოში გამართულ კონფერენციაზე.  

მეტი...

გურიაში 64 წლის კაცი სამსახურიდან ორსულობის მუხლით გაათავისუფლეს

გურიაში 64 წლის კაცი სამსახურიდან ორსულობის მუხლით დაითხოვეს . ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “გურიის მოამბე” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ოზურგეთის მერიის “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების” მწვრთნელის პოზიციიდან, ხარიტონ ჩატარაშვილი, დირექტორმა, შრომის კოდექსის, საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დაითხოვა. თავად ხარიტონ ჩხატარაშვილი კი ამბობს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის ბრძანებით მოხდა. “მომხსნენ სამსახურიდან რადგან მხარს არ ვუჭერდი არჩევნებში ავთანდილ თალაკვაძეს,  მერმა მითხრა ხმა კოტე შარაშენიძეს მიეცი და ნაციონალურ მოძრაობას რის გამოც ჩვენთან ვერ იმუშავებო”. – აქვეყნებს გურიის მოამბე ჩხატარაშვილის კომენტარს. ცნობისთვის, “საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ორგანული კანონის…

მეტი...

,,ვაწყობთ ჭეშმარიტად უკრაინულ გლობალურ კვირას”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მიმდინარე კვირაში საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებში მნიშვნელოვანი მოვლენები დააანონსა. მისი თმით, უკრაინული მხარე ამ კვირაში, გააგრძელებს დიპლომატიურ მუშაობას შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან. „ამ კვირაში ჩვენ გავაგრძელებთ დიპლომატიურ მუშაობას შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან. ასევე მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდება ჩვენს სხვა პარტნიორებთან ურთიერთობაში როგორც ევროპაში, ისე მთელ მსოფლიოში. სრულმასშტაბიანი ომის წელი, ჩვენი დაუმარცხებლობის წელი, რომელიც იყო პასუხი კრემლის ილუზიაზე „სამი დღე კიევამდე“ ერთი წელი! და ჩვენ ვაწყობთ ჭეშმარიტად უკრაინულ გლობალურ კვირას”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, 213 კი დაშავდა

თურქეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ჰათაის პროვინციაში მომხდარ ორ მიწისძვრას სულ მცირე, სამი ადამიანი ემსხვერპლა, 213 კი დაშავდა.  ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა. მინისტრის ცნობით, ახალი ბიძგების შედეგად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სამ ადგილას მიმდინარეობს. თურქული მედიის ცნობით, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ჰათაის პროვინციაში ადგილობრივი დროით 20:04 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი დეფნეს მუნიციპალიტეტში იყო. სამი წუთის ინტერვალით ამავე პროვინციაში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი სამანდაგის რაიონში მდებარეობდა.  

მეტი...