,,ვაწყობთ ჭეშმარიტად უკრაინულ გლობალურ კვირას”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მიმდინარე კვირაში საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებში მნიშვნელოვანი მოვლენები დააანონსა. მისი თმით, უკრაინული მხარე ამ კვირაში, გააგრძელებს დიპლომატიურ მუშაობას შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან.

„ამ კვირაში ჩვენ გავაგრძელებთ დიპლომატიურ მუშაობას შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან. ასევე მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდება ჩვენს სხვა პარტნიორებთან ურთიერთობაში როგორც ევროპაში, ისე მთელ მსოფლიოში. სრულმასშტაბიანი ომის წელი, ჩვენი დაუმარცხებლობის წელი, რომელიც იყო პასუხი კრემლის ილუზიაზე „სამი დღე კიევამდე“ ერთი წელი! და ჩვენ ვაწყობთ ჭეშმარიტად უკრაინულ გლობალურ კვირას”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები