თურქეთში, გუშინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა

თურქეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ჰათაის პროვინციაში გუშინ მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. დაშავებულია 294 ადამიანი, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ კოჩას განცხადებით, ახალი მიწისძვრის შედეგად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სამი ჩამონგრეული კორპუსის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

თურქული მედიის ცნობით, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ჰათაის პროვინციაში ადგილობრივი დროით 20:04 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი დეფნეს მუნიციპალიტეტში იყო. სამი წუთის ინტერვალით ამავე პროვინციაში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი სამანდაგის რაიონში მდებარეობდა.

 

მსგავსი თემები