თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, 213 კი დაშავდა

თურქეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ჰათაის პროვინციაში მომხდარ ორ მიწისძვრას სულ მცირე, სამი ადამიანი ემსხვერპლა, 213 კი დაშავდა.  ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა.

მინისტრის ცნობით, ახალი ბიძგების შედეგად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სამ ადგილას მიმდინარეობს.

თურქული მედიის ცნობით, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ჰათაის პროვინციაში ადგილობრივი დროით 20:04 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი დეფნეს მუნიციპალიტეტში იყო. სამი წუთის ინტერვალით ამავე პროვინციაში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი სამანდაგის რაიონში მდებარეობდა.

 

მსგავსი თემები