ჯო ბაიდენი პოლონეთში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარშავაში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, კიევში ვიზიტის შემდეგ ბაიდენი  პოლონეთის სასაზღვრო ქალაქ ფშემისლში მატარებლით ჩავიდა, საიდანაც თვითმფრინავით ვარშავაში გაემგზავრა.

პოლონეთში ჯო ბაიდენი პრეზიდენტ ანჟეი დუდასთან გამართავს მოლაპარაკებებს. ასევე, შეხვდება უკრაინელ ლტოლვილებს.

ხვალ, აშშ-ის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს „ბუქარესტის ცხრიანის“რიგგარეშე სამიტში და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება.

აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთში 22 თებერვლამდე დარჩება.

მსგავსი თემები