იაპონია უკრაინას 5,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს

იაპონია უკრაინას 5,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, იაპონიამ უკვე გამოუყო კიევს ფინანსური დახმარების სახით 600 მილიონი დოლარი, ასევე ასობით მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება.

„თუმცა კვლავ დგას ხალხის დახმარების საჭიროება, რომელთა საარსებო წყარო და ინფრასტრუქტურა ომმა გაანადგურა“, – განაცხადა კიშიდამ ტოკიოში გამართულ კონფერენციაზე.

 

მსგავსი თემები