,,ევროპა მშვიდობაა, რუსეთთან პირისპირ დარჩენა კი ნიშნავს ომს”- გიორგი გახარია

,,ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ხელსუფლება, რომლის პოლიტიკა არც გონივრული, არც ფრთხილი და არც დაბალანსებული უკვე აღარ არის,”- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს ”ქართული ოცნება” ფსონს უკრაინის დამარცხებაზე დებს.

,,დღეს საქართელოს აქვს რეალური შესაძლებლობა ისტორიას დრო მოუგოს და გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ამით მიპოვოს გრძელვადიანი სტაბილურობა, კეთილდღეობა და გარანტირებული მშვიდობა. ევროპა მშვიდობაა. საპირისპიროდ, რუსეთთან პირისპირ დარჩენა კი ნიშნავს ომს. ოკუპაციას და ომს. ეს არის ჩვენი ისტორიული გამოცდილება, რომელმაც ბევრჯერ დაგვანახა, რომ დასავლეთთან ერთობის გარდა სხვა გეოპოლიტიკური არჩევანი ჩვენს რთულ რეგიონში, სამწუხაროდ, საქართველოს არ აქვს.

ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომლის პოლიტიკა არც გონივრული, არც ფრთხილი და არც დაბალანსებული უკვე აღარ არის. დღეს „ოცნება“ ფსონს დებს უკრაინის დამარცხებაზე და მათი საგარეო პოლიტიკა სწორედ ამ ლოგიკას ეყრდნობა. ამ გადამწყვეტ მომენტში „ოცნება“ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს და სვამს კითხვას, „გვინდა კი ასეთი ევროპა?“ სულ მალე ახალ კანონზე დაყრდნობით აგენტს დაუძახებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. „ოცნება“ ევროპულ მომავალს ანაცვლებს ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით და მზად არის ამისთვის ნებისმიერი ფასი გადაიხადოს. სამწუხაროდ, ამ არჩევანის ფასის გადახდა ჩვენს შვილებს მოუწევთ,” – განაცხადა გახარიამ.

 

 

მსგავსი თემები