უკრაინის პრეზიდენტზე ძებნა გამოაცხადეს

რუსეთმა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმერ ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა. ინფორმაციას ”რია ნოვოსტი“ ავრცელებს. ამავე ცნობით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზელენსკი ძებნილთა სიაში სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთი მუხლით შეიყვანა, თუმცა კონკრეტულად რომელი მუხლით მითითებული არ არის.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე უკრაინის პრეზიდენტის ფოტო და მონაცემები გამოაქვეყნეს.

მსგავსი თემები