,,კრემლის საწინააღმდეგო კოალიცია უკვე 54 ქვეყნისგან შედგება”- ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, კრემლის საწინააღმდეგო კოალიცია 54 ქვეყნისგან შედგება.

„ფაქტია, რომ ანტიკრემლისტური კოალიცია უკვე შედგება 54 ქვეყნისგან. შეხვედრებზე იმდენი დელეგაცია იყო, ჯერ „რამშტაინში”, შემდეგ ბრიუსელში. „რამშტაინის“ ფარგლებში გამართული შეხვედრის გარდა, ბრიუსელში ასევე შედგე ნატო-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა, რომელზედაც უკრაინა საპატიო სტუმრად იყო მიწვეული”, – განაცხდა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, პარტნიორები უკრაინის გამარჯვებისთვის მზად არიან.

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ არსებობს უკრაინისგან, ომისგან დაღლილობის სინდრომი, ეს ასე არ არის. ჩვენი პარტნიორები არიან ძალიან, ძალიან, ხაზს ვუსვამ, ძალიან მტკიცედ დგანან და მზად არიან ჩვენი გამარჯვებისთვის. ეს სულ სხვა განწყობაა, ვიდრე ერთი წლის წინ, როცა სამი დღე მოგვცეს დედაქალაქის დაცემისთვის და სამი კვირა მაქსიმუმ, რომ მთელი ქვეყანა დაეცემოდა. დღეს ყველას სჯერა უკრაინის გამარჯვების, ყველას უნდა ეს გამარჯვება”, – აღნიშნა რეზნიკოვმა.

მსგავსი თემები