,,ვხსნით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს”- ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს ქმნის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ პარტია თბილისში ძლიერი იყოს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს.

„დღეს დედაქალაქში ბროსეს ქუჩა #6-ში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს ვხსნით, რომელიც პარალელურად ენმ-ის თბილისის ცენტრალური ოფისი იქნება. ჩვენს მომხრეებს, რომლებიც დედაქალაქში ასი ათასობით არიან, მოვუწოდებ – მობრძანდით ჩვენთან, ოფისში, გაიარეთ რეგისტრაცია, გახდით თანამონაწილე „რუსულ ოცნებაზე“ გამარჯვების. ამასობაში, იმისთვის, რომ თბილისში პარტია ძლიერი იყოს, სამუშაო ჯგუფი შევქმენით, რომელსაც ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს. მისი ამოცანა იქნება თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ რეორგანიზაცია, სტრუქტურულად გამართვა, რათა პარტია ძლიერი იყოს ისე, როგორც არასდროს. ამის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალურ გვერდზე დაიდება კონკრეტული აპლიკაცია, რისი მეშვეობითაც თითოეულ თქვენგანს შეეძლება რეგისტრაციის გავლა. ყველას, ვინც თბილისში ცხოვრობთ და არ გინდათ რუსეთში ცხოვრება, გინდათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი; ყველას, ვისაც გინდათ, მონაწილეობა მიიღოთ დერუსეთიზაციაში, დებიძინიზაციაში და დეოლიგარქიზაციაში, გელოდებით ბროსეს ქუჩაზე“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

მსგავსი თემები