,,ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც პროევროპელი და არც პრორუსი, ის პროთავისია” – გახარია

,,ბიძინა ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც პროევროპელი და არც პრორუსია. ბიძინა ივანიშვილი არის პროთავისი,”- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ განაცხადა.

გახარიას თქმით, ”ხელისუფლების ძალაუფლების სისტემა იმდენად ავტორიტარულია, რომ უბრალოდ მიუღებელია”.

,,მე ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა გახლავთ იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც პროევროპელი და არც პრორუსია. ბიძინა ივანიშვილი არის პროთავისი. ის ყველას ჩამოართმევს ხელს, იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ეს არის მისი მთავარი მიზანი. ჩვენი ხელისუფლების ძალაუფლების სისტემა იმდენად ავტორიტარულია, რომ უბრალოდ მიუღებელია და არ არის თავსებადი ევროპულ ფასეულობებთან,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები