,,იოსელიანისა და  კიტოვანის შემდეგ საქართველოს ასეთი ანტიქართული ხელისუფლება არ ჰყოლია”- პაატა მანჯგალაძე

,,საქართველოს არ ჰყოლია ისეთი ანტიქართული ხელისუფლება, როგორიც დღეს არის, ჯაბა იოსელიანისა და თენგიზ კიტოვანის შემდეგ,”– ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა, პაატა მანჯგალაძემ „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმე არის აგენტი და წარმოადგენს უცხო ქვეყნის ინტერესს, ეს „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერები არიან.

„საქართველოს არ ჰყოლია ისეთი ანტიქართული ხელისუფლება, როგორიც დღეს არის, ჯაბა იოსელიანისა და თენგიზ კიტოვანის შემდეგ. „ქართული ოცნება“ არის ანტიქართული, ანტიევროპული, ანტიეროვნული ძალა. ამას ყოველდღიურად ადასტურებს და ერთ-ერთი გამოვლინება არის ამ არადემოკრატიული, ვითომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების სტიგმატიზაციას. მათ უნდათ, ყველა ის ადამიანი, რომლებიც დაკავშირებული არიან დასავლურ ღირებულებასთან, ადამიანის უფლებების დაცვასთან, კანონის, სამართლის უზენაესობასთან, გამოაცხადონ უცხოეთის აგენტებად.

კარგია, გამჭირვალობის შესახებ კანონის მიღება თუ უნდათ. აუცილებელი არ არის, ვინმესთვის იარლიყის მიკერება, რომ ის არის აგენტი. ამ ქვეყანაში თუ ვინმე არის აგენტი და წარმოადგენს უცხო ქვეყნის ინტერესს, არის „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერები. ესენი რომ მართლები იყვნენ, ვთავაზობთ დებატებს მათსავე არხებზე ამ საკითხზე და ნახავთ, რომ აკოპირებენ რუსულ კანონს, ხალხმა უნდა იცოდეს, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული სად იხარჯება. ამ ორგანიზაციებს აქვთ ძალიან მაღალი შიდა კონტროლი და რომც მოინდომონ, ვერავინ მოიპარავს ამერიკელი გადამხდელის ფულს. ამიტომ ეს რიტორიკა არის რუსული“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მსგავსი თემები