ქრისტე აღსდგა

ქრისტე აღსდგა – ჭეშმარიტად აღსდგა. აღდგომას საქართველოში  განსაკუთრებულად აღნიშნავენ. აღდგომა უდიდესი დღესასწაულია, რომელიც სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებას ნიშნავს.

ის გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას აღინიშნება და მოძრავი დღესასწაულია. წელს აღდგომა 5 მაისს დაემთხვა. აღდგომას წინ უსწრებს ბზობის დღესასწაული, როდესაც ყველა ოჯახი ტაძრიდან სახლში ნაკურთხი ბზის რტოს მიაბრძანებს და მთელი წლის განმავლობაში ინახავს.

აღდგომის დღესასწაულისთვის, წითელ პარასკევს, კვერცხებს წითლად ღებავენ, რაც ქრისტეს ვნების სიმბოლოა, ასევე მთავარი ატრიბუტია პასკა (სპეციალური სააღდგომო ნამცხვარი) და ჯეჯილი, რომელიც ყველა (სინზე დათესილი ხორბალი), რომელიც მწვანედ ბიბინებსდ და ოჯახში სუფრას ამშვენებს.   ჯეჯილი სიცოცხლესა და  განახლებას უკავშირდება.

რაც შეეხება წითელ კვერცხებს, მას აღდგომის დღესასხაულზე ამტვრევენ, ანუ ერთი ადამიანი მეორეს ჩაურტყამს და რომელი კვერცხიხ არ გატყდება, მას ჩუქნის მეორეს.

ამ დღის ტრადიციაა ახლობელთა საფლავებზე, სადაც მიაქვთ სააღდგომო პასკა და წითელი კვერცხები და კვერცხებს საფლავზე გადააგორებენ.

სააღდგომო ტრადიციებს საქართველოში დიდი ისტორია აქვს. წელს, 10 მაისის ჩათვლით, საქართველოში დასვენება გამოცხადდა. სააღდგომოდ ყველა ოჯახი თავის მშობლიურ კერად უბრუნდება და ყველა ოჯახში დიდი ზეიმია.

 

 

მსგავსი თემები