გურიაში 64 წლის კაცი სამსახურიდან ორსულობის მუხლით გაათავისუფლეს

გურიაში 64 წლის კაცი სამსახურიდან ორსულობის მუხლით დაითხოვეს . ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “გურიის მოამბე” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ოზურგეთის მერიის “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების” მწვრთნელის პოზიციიდან, ხარიტონ ჩატარაშვილი, დირექტორმა, შრომის კოდექსის, საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დაითხოვა.

თავად ხარიტონ ჩხატარაშვილი კი ამბობს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის ბრძანებით მოხდა.

“მომხსნენ სამსახურიდან რადგან მხარს არ ვუჭერდი არჩევნებში ავთანდილ თალაკვაძეს,  მერმა მითხრა ხმა კოტე შარაშენიძეს მიეცი და ნაციონალურ მოძრაობას რის გამოც ჩვენთან ვერ იმუშავებო”. – აქვეყნებს გურიის მოამბე ჩხატარაშვილის კომენტარს.

ცნობისთვის, “საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ორგანული კანონის 37 მუხლის პირველი პუნქტი” გულისხმობს: დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 143 კალენდარული დღის ოდენობით.

მსგავსი თემები